Sunday, November 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

  განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.კერძოდ,როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა,როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.
  პროექტში გავწერე მოსწავლეთა საჭიროებები პროექტის განსახორციელებლად.

Saturday, November 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესს. რესურსებიდან გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონებს, ნიმუშებს და დავგეგმეთ ჩვენი პროექტისათვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, November 3, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

  ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, პროექტის გეგმაში დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი, ჩამოვაყალიბეთ რუბრიკის კრიტერიუმები,საუბარი გვქონდა პრეზენტაციის წარმართვის ძირითად პრინციპებზე, შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს განვახორციელეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მიუსადაგეთ ჩვენს პროექტს სტანდარტები და ინდიკატორები. დავსახეთ მიზნები.მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.

Sunday, October 21, 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგზე მოვახდინეთ სახლში მოფიქრებული პროექტების იდეების გენერირება.დავსახეთ პროექტის მიზნები. შევქმენით პუბლიკაციის მონახაზი და გადავიტანეთ ელექტრონულ ფორმატში. ვისაუბრეთ თუ რა დანიშნულება აქვს მას.

Saturday, October 20, 2018

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებსა და ამოცანებს. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები რესურსების ველში და დავსახეთ სამომავლო გეგმები.